X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

კახეთის რეგიონში ცენტრალური ბიუჯეტისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, 500-ზე მეტი პროექტი ხორციელდება

17 მაისი 2022

კახეთის რეგიონში ცენტრალური ბიუჯეტისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, 500-ზე მეტი პროექტი ხორციელდება.

ქალაქ თელავში დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე სკამები, რომლითაც ქალაქის მოსახლეობასა და სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ უფასო ინტერნეტით, ტელეფონის დამტენით, ხოლო ე. წ. ლაითბოქსზე დატანილი თელავის ტურისტული რუკიდან მიიღონ საჭირო ინფორმაცია.

დაგეგმილია ისტორიულ ძეგლებზე QR კოდებისა და QR კუბების განთავსებაც, პროექტი ფინანსდება ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამიდან“ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს, პროექტი 1 ჰექტარის ფართობზე შადრევნის, გამწვანების, სარწყავი სისტემის, საბავშვო და სავარჯიშო სივრცის, ამფითეატრისა და განათების მოწყობას ითვალისწინებს, ახალი სკვერის გაშენებას 1.9 მილიონი ლარი მოხმარდება.

ქალაქ გურჯაანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში კი, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებია დაწყებული.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ტურისტული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დაწყებულია მარიამჯვარის ნაკრძალთან მისასვლელი გზის სამუშაოები, რასაც 2.3 მილიონი ლარი მოხმარდება, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები, მათ შორის, სოფელ ზემო და ქვემო ყანდაურის დამაკავშირებელ გზაზე.